უკან ბლოგზე
GBA არჩევნები 2025

ირაკლი ჩომახაშვილმა GBA არჩევნებში, თავჯდომარის პოზიციაზე კანდიდატურის დაყენების შესახებ განაცხადა

კანდიდატი აცხადებს, რომ მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში. ის აკრიტიკებს ასოციაციის ბოლო რვა წლის პასიურობას, რამაც, მისი აზრით, გააუარესა ადვოკატების პროფესიული მდგომარეობა და დააზარალა მოქალაქეთა უფლებები. კანდიდატი ამომრჩეველს სთავაზობს ახალ გუნდს და ახალ ხედვას, რომელიც მიზნად ისახავს ადვოკატის პროფესიის გაძლიერებას და ასოციაციის როლის გააქტიურებას ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებში.

...
1 წუთი
ირაკლი ჩომახაშვილმა GBA არჩევნებში, თავჯდომარის პოზიციაზე კანდიდატურის დაყენების შესახებ განაცხადა

მოგესალმებით,

 

გრძელვადიანი მსჯელობის, მრავალი თანამოაზრე ადვოკატის რჩევისა და მხარდაჭერის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება — დეკემბერში კენჭი ვიყარო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად.

 

მხოლოდ ჩემი ძალისხმევა საკმარისი არ იქნებოდა, რომ არა ჩვენი გუნდი — პროფესიონალი და წარმატებული ადვოკატებით დაკომპლექტებული გაერთიანება, რომელიც ერთად დგას ცვლილებებისა და პროფესიის გაძლიერების მხარეს.

 

ბოლო რვა წლის მანძილზე შესაძლებელი იყო მრავალი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტის განხორციელება, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხდა.

 

ადვოკატისთვის მთავარი ფასეულობა ადამიანის უფლებების მტკიცე და განუხრელი დაცვაა. სწორედ ამ პირობებში აუცილებელია, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე აქტიურად იყოს ჩართული როგორც ადვოკატების, ისე ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვაში.

 

ბოლო წლებში აშკარად გაუარესდა ჩვენი პროფესიული მდგომარეობა ყველა მიმართულებით — სასამართლოსთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა გართულდა, ხოლო ჩვენი პროფესია ნაკლებად აღიქმება დემოკრატიის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად.

 

სამწუხაროდ, არსებული ვითარება გამოწვეულია ადვოკატთა ასოციაციის პასიურობით, რამაც , ნებით თუ უნებლიედ, ხელი შეუწყო როგორც ადვოკატების, ისე მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებას.

 

არსებული ვითარების შეცვლა ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი იქნება.

 

მე გთავაზობთ ახალ გუნდს, ახალ ხედვას და განვითარების ახალ ეტაპს.

 

ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ძლიერი ადვოკატთა ასოციაცია დემოკრატიული პროცესების განვითარების საფუძველია.