აკადემიური დისციპლინა

0 წუთი

ექსპერტული იურიდიული წარმომადგენლობა სტუდენტებისთვის, რომლებიც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების ან/და სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის (გარიცხვის) წინაშე დგანან.

სტუდენტთა დისციპლინური სამართალწარმოების კომპლექსურ პროცესში ნავიგაცია მოითხოვს როგორც ინსტიტუციური რეგულაციების, ისე საქართველოს კანონმდებლობის სიღრმისეულ ცოდნას. Legal Sandbox Georgia უზრუნველყოფს სტუდენტების საიმედო იურიდიულ წარმომადგენლობას განათლების ყველა საფეხურზე. ჩვენი მისიაა დავიცვათ სტუდენტის უფლებები, უზრუნველვყოთ პროცედურული სამართლიანობა და ვიბრძოლოთ სამართლიანი და პროპორციული შედეგებისთვის. როდესაც სტუდენტის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას გადაცდომის ბრალდების გამო, ჩვენი გამოცდილი იურისტები გთავაზობენ კრიტიკულად მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელიც ეფუძნება „ზოგადი განათლების შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებს.

 სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას, ჩვენ უზრუნველვყოფთ იურიდიულ წარმომადგენლობას დისციპლინურ ყველა მოსმენაზე და ვიზრუნებთ, რომ უმაღლესს საგანმანათლებლო დაწესებულებამ სრულად დაიცვას სტუდენტის უფლებები.

სტუდენტის ფუნდამენტური უფლებაა მოუსმინონ და წარადგინოს საკუთარი პოზიცია სამართლიან და მიუკერძოებელ გარემოში. ჩვენ ვზრუნავთ, რომ ჩვენს კლიენტებს ჰქონდეთ საშუალება, ეფექტურად უპასუხონ ყველა მტკიცებულებებს, უპასუხონ წარდგენილ ბრალდებებს და წარადგინონ საკუთარი არგუმენტები და პოზიციები. ჩვენი იურიდიული მომსახურება ასევე მოიცავს უსამართლო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გასაჩივრების, არაპროპორციული დისციპლინური სანქციებისა და საბოლოო შეფასებების სადავოდ გახდის კრიტიკულ პროცესს.

ჩვენი გუნდი სიღრმისეულად და დეტალურად განიხილავს დისციპლინური კომიტეტის/საბჭოს მიერ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის კანონიერი და დასაბუთებულია. არასასურველი შედეგის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, გავასაჩივროთ გადაწყვეტილება შესაბამის სააპელაციო ორგანოში ან სასამართლოში.

Specialists for this service