ექსპერტული იურიდიული დახმარება მოიცავს სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის ავტორიზაციის და აკრედიტაციის პროცესის უზრუნველყოფის სრულ შესაბამისობას.
საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი ჩარჩოს მართვა მოითხოვს კანონმდებლობის ღრმა ცოდნასა და დეტალებზე ზედმიწევნით ყურადღებას. Legal Sandbox Georgia გთავაზობთ სრულყოფილ იურიდიულ მომსახურებას, რათა თქვენმა დაწესებულებამ წარმატებით გაიაროს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ყველა ეტაპი. ჩვენი ექსპერტული გუნდი უზრუნველყოფს, რომ თქვენი სკოლა, თუ უნივერსიტეტი სრულად შეესაბამებოდეს „უმაღლესი განათლების“ შესახებ, „ზოგადი განათლების“ შესახებ კანონის, კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, ბრძანებებს და ყველა შესაბამისს წესებსა და რეგულაციებს. ჩვენ რთულ მარეგულირებელ პროცესს გარდავქმნით თქვენთვის გასაგებ, მარტივად და წარმატებულ პროცედურად, რათა თქვენი ინსტიტუტი მყარ სამართლებრივ საფუძველზე აშენდეს.
სახელმწიფოს მიერ აღიარების მოპოვების პროცესი იწყება ავტორიზაციით, რომელიც ანიჭებს დაწესებულებას საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომის გაცემის უფლებას. ეს სავალდებულო ეტაპი მოიცავს თქვენი ინსტიტუციის მატერიალური, ადამიანური და ფინანსური რესურსების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის საფუძვლიან შეფასებას. ჩვენი იურიდიული გუნდი გაგიწევთ შეუცვლელ დახმარებას ავტოიზაციის პროცესის სრული გეგმის წარმოდგენის, საავტორიზაციო განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში, შიდა მარეგულირებელი აქტების შემუშავებასა და გამართული პროცესის ფუნქციონირებაში. ჩვენ ვმართავთ კომუნიკაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან და წარმოვადგენთ თქვენს ინტერესებს შეფასების პროცესის შეუფერხებლად და ეფექტიანად წარმართვისთვის.
ავტორიზაციის შემდგომ, აკრედიტაცია წარმოადგენს თქვენი საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებისა და დადასტურების უმნიშვნელოვანეს პროცესს. ეს პრესტიჟული სტატუსი აკადემიური სრულყოფილების მთავარი ინდიკატორია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაწესებულების რეპუტაციის, საერთაშორისო აღიარებისა და სტუდენტების მოზიდვისთვის.აკრედიტაციის პროცესის გავლის გარეშე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებას არ ექნება პროგრამების განხორციელების უფლება. ჩვენი იურისტები დაგეხმარებიან თვითშეფასების ანგარიშების მომზადების გეგმის წარმოდგენაში და აკრედიტაციის ექსპერტთა ვიზიტისთვის სტრატეგიულად მომზადებაში.
მარეგულირებელ ორგანოებთან წარმოშობილი გამოწვევების, მათ შორის ავტორიზაციაზე ან აკრედიტაციაზე უარის თქმის, ან განათლების სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან დავის შემთხვევაში, ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს მტკიცე იურიდიულ წარმომადგენლობას. ჩვენ გვაქვს ადმინისტრაციული საჩივრების მართვისა და, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოში თქვენი დაწესებულების უფლებების დაცვის დიდი გამოცდილება. ჩვენი მიზანია დავიცვათ თქვენი ინვესტიცია დავების ეფექტიანად გადაწყვეტის გზით.