საგანმანათლებლო კონტრაქტები და იურიდიული დოკუმენტაცია

0 წუთი

საქართველოში ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმატებული ფუნქციონირება დამოკიდებულია ზედმიწევნით შემუშავებულ და კანონმდებლობასთან შესაბამის დოკუმენტაციაზე. ფუძემდებლური წესდებიდან დაწყებული, სტუდენტის ჩარიცხვის ხელშეკრულებით დამთავრებული, თითოეულ დოკუმენტს მნიშვნელოვანი სამართლებრივი წონა აქვს. Legal Sandbox Georgia გთავაზობთ კომპლექსურ იურიდიულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა წერილობითი მასალის შემუშავებას, ანალიზსა და შესაბამისობის უზრუნველყოფას. ჩვენი ექსპერტიზა, რომელიც ეფუძნება „ზოგადი“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებს, კანონქვემდებარე აქტებს, ბრძანებებსა და ყველა საჭირო რეგულაციასა და წესებს, უზრუნველყოფს, რომ თქვენი დაწესებულების დოკუმენტური ჩარჩო იყოს მტკიცე და სრულად შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

ჩვენი მომსახურება იწყება ძირითადი მმართველობითი დოკუმენტებით, რომლებიც განსაზღვრავს თქვენი დაწესებულების ფუნქციონირების წესებს. ჩვენ გთავაზობთ ექსპერტულ იურიდიულ დახმარებას თქვენი სკოლის, უნივერსიტეტის ან კოლეჯის წესდების შემუშავებასა და მასში ცვლილებების შეტანაში, რათა ის აკმაყოფილებდეს რეგისტრაციისა და ავტორიზაციისათვის ყველა სამართლებრივ მოთხოვნას. ჩვენ ასევე ვამუშავებთ და ვამოწმებთ ყველა შიდა რეგულაციას, მათ შორის, ქცევის კოდექსს, შინაგანაწესს, სტრუქტურული ერთეულების დებულებსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის პროცედურებსა და ფორმებს. აღნიშნული დოკუმენტები თქვენი დაწესებულების სამართლებრივი ფუნდამენტია.

შიდა მმართველობის გარდა, ჩვენ ვმართავთ ყველა გარე ხელშეკრულებას თქვენი დაწესებულების კომერციული და სტრატეგიული ინტერესების დასაცავად. ჩვენი იურიდიული გუნდი უზრუნველყოფს მესამე პირებთან დადებული ყველა ხელშეკრულების სიღრმისეულ ანალიზსა და მოლაპარაკებას, მათ შორის, მომწოდებლებთან, პროგრამული უზრუნველყოფისა და EdTech სერვისების პროვაიდერებთან და ადგილობრივ თუ საერთაშორისო უნივერსიტეტებთან საპარტნიორო ხელშეკრულებებსა და მემორანდუმებს. ჩვენ ვზრუნავთ, რომ თქვენი დაწესებულების მიერ ხელმოწერილი ყველა კონტრაქტი შემოწმდეს პოტენციური რისკების გამოსავლენად.

 

Specialists for this service